თბილისში ავტომფლობელთა მოძრაობის ახალი რეგულაციები ზაფხულის მიწურულს ამოქმედდება. ქალაქში ქაოტური მოძრაობით გამოწვეული საცობების განმუხტვის მიზნით გამკაცრდება მოძრაობის წესები, მონიტორინგი და გაიზრდება ჯარიმების მოცულობა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კუჭავამ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, შეზღუდვები შეეხება როგორც ტაქსების ლიცენზირებას, ისე მიკროავტობუსების გაჩერების წესს და სატრანზიტო მოძაობასაც.
„ის ვინც ტრანზიტულად მოძრაობს ქალაქში, იძულებული იქნება შემოვლითი გზით ისარგებლოს. მართალია, ეს კანონი ახლაც მოქმედებს, მაგრამ ჯარიმა არის სულ 20 ლარი. ამიტომ ის უნდა გაიზარდოს, იმისთვის რომ გახდეს უფრო საგრძნობი“ - განაცხადა კახა კუჭავამ.

























