საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ტვირთბრუნვა იზრდება. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, პირველ ექვს თვეში, საქართველოს აეროპორტებიდან 21 500 ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-იანი ზრდაა. გადამზიდი კომპანიების ნაწილის განმარტებით, ზრდის ძირითადი მამოძრავებელი არა ადგილობრივი მოხმარება, არამედ ჩინეთიდან ევროპისკენ მიმავალი ტრანზიტული ნაკადები და „Temu-ს ეფექტია“, რომელსაც ევროკავშირის ახალი რეგულაციების გამო, შესაძლოა, მალე კლება მოჰყვეს. პარალელურად, კი დასტაბილურებულია გადაზიდვების ტარიფები. სექტორი გამოწვევებს შორის ლოგისტიკური სატერმინალო ინფრასტრუქტურის შეზღუდულ რესურს ასახელებს - რა ვითარებაა საჰაერო გადაზიდვების ბაზარზე და როგორია მოლოდინი?


































