მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჰაერო გადაზიდვების 29%-იანი ზრდა - რეალური პროგრესი თუ ჩინური ტრანზიტის ეფექტი?

საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ტვირთბრუნვა იზრდება. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, პირველ ექვს თვეში, საქართველოს აეროპორტებიდან 21 500 ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-იანი ზრდაა. გადამზიდი კომპანიების ნაწილის განმარტებით, ზრდის ძირითადი მამოძრავებელი არა ადგილობრივი მოხმარება, არამედ ჩინეთიდან ევროპისკენ მიმავალი ტრანზიტული ნაკადები და „Temu-ს ეფექტია“, რომელსაც ევროკავშირის ახალი რეგულაციების გამო, შესაძლოა, მალე კლება მოჰყვეს. პარალელურად, კი დასტაბილურებულია გადაზიდვების ტარიფები, თუმცა, სექტორი ლოგისტიკური სატერმინალო ინფრასტრუქტურის შეზღუდულ რესურსზეც საუბრობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები