სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 15.00%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2016 წლის 8 თვიან პერიოდში ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 83 196, მიმდინარე წლის განვლილ თვეებში კი საქართველოს საჰაერო სივრცეში 95 677 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.
მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 23 182. 669 ტონა შეადგინა, რაც 4 060.25 ტონით, შესაბამისად, 21.23%-ით მეტია ვიდრე წინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა.

























