მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების გაწევა დღგ-სგან თავისუფლდება

5a8d423d59071
BM.GE
21.02.18 13:55
905

საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების გაწევა დღგ-სგან თავისუფლდება, შესაბამისი ინიციატივა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააჟღერა.

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების გაწევა რომ გავათავისუფლოთ დამატებული ღირებულების გადასახადისგან. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ამავე დროს არის ძალიან მნიშვნელლოვანია კომპონენტი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების შესახებ ხელშეკრულების. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული შეღავათით ჩვენ მნიშვნელოვანად წავახალისებთ, რომ საქართველო გახდეს რეგიონული ჰაბი საჰაერო გადაზიდვების თვალსაზრისით და ამავე დროს, ხელს შეუწყობს, რომ იმ კომპანიების საქმიანობის არეალი, რომლებიც მომსახურების ექსპორტს ეწევიან, მნიშვნელოვანად გაფართოვდება“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები