საია ნერგეეთში, მახუნცეთსა და წონიარისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ბუნებრივი კატასტროფების პრევენციისა და მართვის ეფექტიანი სისტემა შექმნას.
არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ გახშირებულმა ბუნებრივმა კატასტროფებმა ნათლად დაგვანახა, რომ მათთან გასამკლავებლად ქვეყანაში არსებული არაეფექტური სისტემა საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას, სიცოცხლესა და განვითარებას. აქვე ორგანიზაცია გარემოს ეროვნულ სააგენტოს მოუწოდებს, უმოკლეს ვადებში 2022 წლის გეოლოგიური ანგარიშის ელექტრონული ვერსია გამოაქვეყნოს.
რა ტიპის გადაწყვეტები გვჭირდება ეფექტიანი სისტემის შესაქმნელად?