მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საია: ქალთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში მკვეთრად გაუარესდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, 8 მარტს საქართველო ქალთა უფლებრივი მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებული გარემოთი შეხვდა.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გარდა საკანონმდებლო ცვლილებებისა და ანტი-გენდერული პროპაგანდისა, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება აქტიური ქალების წინააღმდეგ ინტენსიურად იყენებს გენდერულად მოტივირებული ძალადობის სხვადასხვა ფორმებს.

საიამ 2024 წელს გამოაქვეყნა კვლევა „სახელმწიფოს რეაგირება გენდერულად მოტივირებულ ძალადობაზე საქართველოში, კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი“, რომელმაც აჩვენა, რომ გენდერულად მოტივირებულ ძალადობასთან ბრძოლის სისტემაში არაერთი გამოწვევა და სისტემური პრობლემა გამოავლინა, როგორც საკანონმდებლო, ასევე პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების, სტატისტიკის წარმოების, ძალადობა გამოვლილი ქალების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის, მეორეული ვიქტიმიზაციისგან დაცვის და მხარდამჭერ სერვისებზე, მათ შორის თავშესაფრებზე წვდომის კუთხით.

როგორ ვებრძვით თუ ვახალისებთ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ქვეყანაში?

სტუმარი: თაზო კირტავა - საია-ს ანალიტიკოსი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები