მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საია შსს-ს დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

დაშლა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს შეწყვიტოს მშიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი დაშლა და დაკავება. ამის შესახებ საია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღწერილია ჭავჭავაძის გამზირზე აქციის დაშლისა და მელიქიშვილის გამზირზე არსებული ვითარება.

"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსისა და ვარაზის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ორი დღეა გამოხატავენ უწყვეტ პროტესტს. მოქალაქეებს ადგილზე ჰქონდათ გაშლილი კარვები, ხოლო გამთენიისას დიდი რაოდენობით მობილიზებულმა საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები გაიყვანეს და ინვენტარისგან გაათავისუფლეს ტერიტორია. აქციის მონაწილეები იძულებულნი გახდნენ გადასულიყვნენ მელიქიშვილის გამზირზე.

საჯარო ადგილას ნებისმიერმა დემონსტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს ჩვეულებრივი ცხოვრების გარკვეული დონის დარღვევა, მათ შორის, საგზაო მოძრაობის შეფერხება. ეს ფაქტი თავისთავად არ ამართლებს შეკრების თავისუფლების უფლებაში ჩარევას, რადგან მნიშვნელოვანია, რომ საჯარო ხელისუფლება გამოიჩინოს ტოლერანტობა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეკრება სრულიად მშვიდობიანია.

ამ დროისთვის პროტესტის მონაწილეები იმყოფებიან მელიქიშვილის გამზირზე (07:50 მდგომარეობით), ხოლო ჭავჭავაძის გამზირზე ძირითადად სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

ურზუნველყოს მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობა. შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა და მისცეს მათ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა.

შეწყვიტოს/არ დაუშვას დემონსტრანტების უკანონო დაკავება", - ნათქვამია საია-ს მიმართვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები