მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საია ხეების გადატანასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს შეისწავლის

5abb485c30358
BM.GE
28.03.18 11:45
527
საია ხეების გადატანასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს შეისწავლის.  არასამთავრობოში განმარტავენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საზოგადოება არაერთხელ გახდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის - ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული კომპანიების მიერ, მრავალწლოვანი ხეების გადატანის ფაქტის მომსწრე. აღნიშნული პროცესი კვლავ გრძელდება. პარალელურად, თემისადმი არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.
საიამ გადაწყვიტა, თვალი მიადევნოს და შეისწავლოს, თუ როგორ ხდებოდა 2015 წლის დეკემბრიდან მოყოლებული დღემდე სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილებების მიღება.

„კერძოდ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადმინისტრაციული ორგანოები იცავდნენ თუ არა კანონის მოთხოვნებს. ორგანიზაციამ ამ მიზნით უკვე მიმართა: საქართველოს მთავრობას, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, აჭარის ა.რ. მთავრობას და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ასევე - ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს. საია აგრძელებს თემასთან დაკავშირებით მუშაობას და უახლოეს მომავალში საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწოდებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს ადმინისტრაციულ ორგანოებს, გადაწყვეტილების მიღების დროს იმოქმედონ კანონის ფარგლებში“, -განმარტავენ საიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები