რაც შეეხება ხარჯებს, საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე 1,102 ლარს, ხოლო ერთ სულზე - 312.2 ლარს უტოლდება.
შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც, 2018 წელს, გასულ წელთან შედარებით 3.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 83% შეადგინა.
ფულად შემოსავლებსა და ტრანსფერტებში შედის ისეთი შემოსავლები, რომელსაც შინამეურნეობები იღებენ: დაქირავებული შრომიდან, თვითდასაქმებიდან, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან, ქონებიდან (გაქირავებიდან, პროცენტი ანაბრიდან), პენსიები, სტიპენდიები, დახმარებები, უცხოეთიდან მიღებული გზავნილები, საჩუქრად მიღებული ფული.
2018 წლის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი (37.4 პროცენტი) უჭირავს სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს. გრაფიკიდან ჩანს, რომ ყველაზე მეტ თანხას სურსათსა და თამბაქოში, ყველაზე ნაკლებს კი - განათლებაში ხარჯავენ.

























