მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საიდან განხორციელდა ყველაზე მეტი ვიზიტი საქართველოში? | TOP-15 ქვეყანა

თბილისი

ოფიციალური სტატისტიკით, 9 თვეში საქართველოში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი მეზობელი ქვეყნებიდან: რუსეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან განხორციელდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 6,112,078 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.04%-ით მეტია. აქედან 4,404,872 ვიზიტი ტურისტული იყო, რაც წლიურად 2.3%-იანი ზრდაა.

ძირითად ჩამონათვალში ევროკავშირის მხოლოდ ორი ქვეყანა, გერმანია და პოლონეთი ხვდება.

Top 15 ქვეყანა, საიდანაც 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტორების ყველაზე მეტი ვიზიტი შედგა შემდეგია:

  • რუსეთი: 1,306,623 ვიზიტი, წლიური ცვლილება: 4.9%
  • თურქეთი: 923,476 ვიზიტი, წლიური ცვლილება: -4.2%
  • სომხეთი: 676,201 ვიზიტი, წლიური ცვლილება: -6.1%
  • ისრაელი: 292,420 ვიზიტი, წლიური ცვლილება: -0.4%
  • აზერბაიჯანი: 249,002 ვიზიტი, წლიური ცვლილება: 13.1%
  • ყაზახეთი: 145,284 ვიზიტი, წლიური ცვლილება: 4.3%
  • ბელარუსი: 130,179 ვიზიტი, წლიური ცვლილება: 2.3%
  • უკრაინა: 124,403 ვიზიტი, წლიური ცვლილება: 22%
  • ჩინეთი: 119,081 ვიზიტი, წლიური ცვლილება: 23.6%
  • გერმანია: 80,104 ვიზიტი, წლიური ცვლილება: 21.4%
  • პოლონეთი: 74,341 ვიზიტი, წლიური ცვლილება: 15.8%
  • ირანი: 67,005 ვიზიტი, წლიური ცვლილება: -30.4%
  • უზბეკეთი: 61,014 ვიზიტი, წლიური ცვლილება: -1.5%
  • საუდის არაბეთი: 55,165 ვიზიტი, წლიური ცვლილება: -34.6%
  • ინდოეთი: 51,365 ვიზიტი, წლიური ცვლილება: -50.6%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები