მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საიდან იციან პოლიტიკოსებმა პროკურატურის ოქმებიდან ამონარიდები?"

5c974c2550ed1
თამუნა ქემერტელიძე
24.03.19 13:18
1039
„კითხვა მაქვს: საიდან იციან მათ პროიკურატურის ოქმებიდან ამონარიდები, როცა მე არ მაქვს მასზე წვდომა? -ამის შესახებ განცხადება თიბისი ჯგუფის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემაში “ფორბსის კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად “ გააკეთა. მისი თქით, პოლიტიკოსების გარკევულმა ჯგუფმა უპასუხიმგებლო განცხადებები გააკეთეს და თიბისი ჯგუფსა და მის ინვეტორებს ზიანი მიაყენეს. ამავდროულად, არ დაიცვეს უდანაშაულობის პრეზუმფცია.

„მოგვაყენეს რეპუტაციული ზიანი ჩვენ და ჩვენს ინვეტორებს “-აცხადებს ხაზარაძე.

ამასთან , თიბისი ჯგუფის დამფუძნებლის განცხადებით, ბანკის თემა ამოწურულია , რადგან ბანკს არასდროს პრობლემა არ ჰქონია, როგორც ბანკს .

“ბანკის თემა ამოწურულია მაგრამ ამოწურული არაა პრობლემა, ჩვენთან როგორც ბანკის დამფუძნებლებთან. ეს თემა ასე ვერ დამთავერდება. მე არაერთხელ მითქვამს მე ჩემს ხელთ არსებულ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ ფორმას გამოვიყენებ. ჩვენ უსამართლოდ უკანონონდ გამოგვაძევეს იმ ორგანიზაციიდან, რომელიც ჩვენი ხელით შევქმენით 7 ათას ადამიანთან ერთად. არ გამოვა, რაც არ უნდა იძახონ პოლიტიკოსებმა, რომ მამუკა ხაზარაძე და თიბისი ცალცალკეა … 200 მილიონი დაკარგეს ჩვენმა ინვეტორებმა ერთ თვეში და დაახლოებით ორ კვირაში როცა მე გადავდექი ისევ იმ ნიშნულზე ავიდა, ამას იცით პოლიტიკოსები როგორ უყურებენ? ხო ავიდა ფასიო? და ის ვინც დაკარგა სახლში წავიდა თუ როგორაა ეს დამოკიდებულება? ამიტომ მე მინდა გითხრათ რომ ეს თემა ესე არ დამთავრებულა”,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები