მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საიდან შემოგვაქვს საზამთრო? - I კვარტალში იმპორტი 250%-ით გაიზარდა

BM.GE
17.05.23 09:45
318
საქართველომ პირველ კვარტალში რეკორდული მოცულობის საზამთრო იყიდა. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში ქვეყანამ 250%-ით მეტი საზამთრო შემოიტანა ვიდრე 2022 წლის პირველ კვარტალში. ირკვევა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოში 17.30 ათასი დოლარის ღირებულების 39.76 ტონა საზამთროს იმპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2022 წლის სამ თვეში ქვეყანამ 7.97 ათასი დოლარის 11.36 ტონა საზამთრო იყიდა. საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე არასეზონურად წარმოებული საზამთროს რაოდენობა მცირეა, რადგან ქვეყანაში სასათბურე მეურნეობები განვითარებული არ არის, რაც ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებული პროდუქციის მიმართ ქართულის კონკურენტუნარიანობას ამცირებს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები