მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საიდუმლო ბრძანება 00447 - მანანა მანჯგალაძის #1001ამბავი

საბჭოთა ეკონომიკა გეგმის მიხედვით მოქმედებდა, მართალია ეს გეგმა ძირითადად ქაღალდზე სრულდებოდა, ამიტომაც დაინგრა ის ქვეყანა, მაგრამ ეს იყო გამონაკლისი რომელიც ზედმიწევნით, გადაჭარბებით შეასრულა ყველა საბჭოთა რესპუბლიკამ.საიდუმლო ბრძანება 00447 მხოლოდ 92 წელს საბჭოთა არქივების გახსნის შემდეგ გახდა ცნობილი. და იცით რა ეწერა? ეს იყო გეგმა რამდენი მავნებელი, კულაკი, კრიმინალი, ანტისაბჭოთა ელემენტი უნდა დახვრეტილიყო და გადასახლებულიყო... ახლა წამით გავიხსენოთ ამ კატეგორიაში მოხვედრილი მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, გიორგი ელიავა, ევგენი მიქელაძე, სანდრო ახმეტელი, ოცხელი, ვახტანგ კოტეტიშვილი და ა.შ.. აი ამ გეგმაში მოყვა ეს ხალხი.. ლიმიტი გაწერილი იყო, გეგმას 4 თვე უნდა ემოქმედა ,მაგრამ 15 თვეს გაგრძელდა, ნამდვილი სოცშეჯიბრი იყო რომელი რესპუბლიკა იქნებოდა წინ ...ეს დოკუმენტი ითვლება დიდი საბჭოთა ტერორის ოფიციალურ დოკუმენტად . დღეს ვიღაცებისგან გაიგებ სტალინური წლები წესრიგის და განვითარების წლები იყო, გეგმა მაშინ სრულდებოდაო..

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები