მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიების შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან

გასულ კვირაში ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით მიმდინარე პროცესებზე, გამოწვევებზე და არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს სექტორის განვითარების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებსა და ინიციატივებთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია გააგრძელოს ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ხელს შეუწყობს სექტორის მდგრად განვითარებას, საერთაშორისო კომპანიების მხარდაჭერას, ინოვაციური კომპანიების გაძლიერებასა და საერთაშორისო მასშტაბით მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას. უფრო კონკრეტულად, რა საკითხები განიხილა სექტორმა მინისტრთან შეხვედრაზე, რა გამოწვევები არსებობს სექტორში და რა განაპირობებს იმ ზრდას, რასაც საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი აჩვენებს?

სტუმარი: გიორგი ციკოლია - Lineate-ის ვიცე-პრეზიდენტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები