მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საინიციატივო ჯგუფმა „დაიცავი გამოფენა“ „სითიზენ ექსპო“-ს პროექტის კვლევის შედეგები წარმოადგინა

საინვესტიციო კომპანია აი ჯი დეველოპმენტმა, წარმოდგენილი მისი შვილობილი დეველოპერულმა კომპანია „სითიზენ ექსპომ“ რამდენიმე კვირის წინ ექსპო ჯორჯიას ტერიტორიის განვითარების ხედვა წარადგინა.კომპანია აანონსებს, რომ პროექტით, რომელიც მათ აქვთ შემუშავებული ისტორიული პავილიონების, მწვანე საფარის, მონუმენტების, მოზაიკებისა და ტერიტორიის არქიტექტურული ხასიათი ნარჩუნდება.და პროექტის მთავარი გადაწყვეტილებაა განაშენიანების მასშტაბის შემცირება. „სითიზენმა“ განაშენიანების კოეფიციენტი 4,6-დან 2,1-მდე შეამცირა. ახალი შენობები ტერიტორიის მხოლოდ 18%-ზე განთავსდება,უკვე ასფალტიან ნაწილში. ეს გადაწყვეტილება ხელს უწყობს მწვანე სივრცეების, მოზაიკებისა და მონუმენტების, დეკორატიული აუზისა და რაც მთავარია, ისტორიული საგამოფენო პავილიონების შენარჩუნებას. მეტიც, რასაც გავეცანით სითიზენ ექსპოს გუნდის წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებულია როგორც არსებული სარეკრეაციო ანუ ბაღპარკების,ასევე საგამოფენო სივრცეების ზრდა..

კომპანიის მხრიდან ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ საზოგადოების ნაწილი პროექტის წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩაერთო და საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი გამოფენა“ შეიქმნა, რომლის წევრებისთვისაც დაანონსებული პროექტი მიუღებელია. სპეციალისტების თქმით, პროექტი 8 ათას კვადრატულ მეტრზე მეტით ამცირებს სარეკრეაციო ზონას,საფრთხეს უქმნის საბჭოთა მოდერნიზმის უნიკალურ პავილიონებს, მოძრაობის წევრებისთვის, ასევე მიუღებელია განაშენენიანების ის მასშტაბები რაც ინვესტორებს აქვთ გათვალისწინებული.

იყო მცდელობა ექსპოს დირექტორსა და საინიციატივო ჯგუფის წევრებს შორის კომუნიკაციისა, თუმცა როგორც ვხდები, ეს არ გამოვიდა ამ ეტაპზე. იმედს ვიტოვებ რომ შესაძლებელი იქნება როგორც დისკუსიის წარმართვა, ისევე შეთანხმებამდეც მისვლა რადგან არ მგონია ვითარება იყოს ან ჩიხური ან პატური. რადგან რამდენიმე კვირის წინ ამ პროექტის შესახებ ამ სტუდიიდან სითიზენ ექსპოს გუნდი საუბრობდა, ახლა გადავწყვიტეთ, პროექტის კრიტიკოსების კითხვებს და პოზიციებს დავუთმოთ ჩვენი საქმიანი ეთერი.

სტუმარი: მიშა ბალიაშვილი - არქიტექტორი/ქალაქმგეგმარებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები