სუპერმარკეტების ქსელი Sainsbury's-ი კორონავირუსის გამო მიღებული ზიანის შესახებ აცხადებს და აღნიშნავს, რომ კომპანიის ზარალმა 261 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC- ავრცელებს.
ამასთან, სუპერმარკეტების ქსელში ამბობენ, რომ მათ კორონავირუსის გამო დიდი ხარჯების გაწევა მოუწიათ, რადგან მთავარი ამოცანა იყო თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება. კერძოდ, სუპერმარკეტების ქსელმა კორონავირუსით გამოწვეულ ხარჯებზე 485 მილიონი ფუნტი დახარჯა, კომპანია საკუთარ თანამშრომლებს საკარანტინო სივრცის დაქირავებაშიც ეხმარებოდა.
ამასთან, გამოცემა წერს, რომ Sainsbury's-ი აქტიურად მუშაობს რესტრუქტურიზაციაზე, რაც დამატებითი ხარჯების დაზოგვას ემსახურება. კომპანიამ ჯერ კიდევ მარტში განაცხადა, რომ დაახლოებით 1,150 სამუშაო ადგილის შემცირება იგეგმებოდა.
Sainsbury's-ის პროგნოზით, სუპერმარკეტების ქსელი მოგებაზე გასვლას მომავალი წლიდან შეძლებს.