მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საინტერესო ფაქტები 2025 წლის NBA-ის ფინალების შესახებ

ინდიანა პეისერსი და ოკლაჰომა სითი თანდერი

2025 წლის NBA-ის ფინალში ერთმანეთსოკლაჰომა სიტი თანდერი” დაინდიანა პეისერსი” შეხვდნენ, რაც უკანასკნელი 50 წლის მანძილზე ყველაზე ახალგაზრდული ფინალია. გამარჯვებული გუნდის საშუალო ასაკი ყველაზე დაბალი იქნება NBA-ის ჩემპიონებს შორის 1980 წლის შემდეგ.

ეს შემთხვევითობა არ არის. ლიგის კოლექტიური ხელშეკრულება განსაზღვრავს, რა თანხა შეუძლიათ მოთამაშეებს გამოიმუშაონ კარიერის სხვადასხვა ეტაპზე. ახალი "მეორე აპრონის წესი" კომპლექსურად მოქმედებს ვეტერანი მოთამაშეებით დაკომპლექტებული დინასტიების ჩამოყალიბებაზე. “თანდერისა” დაპეისერსის” ახალგაზრდული შემადგენლობები მათი ფინანსური სტრატეგიის ძირითადი ნაწილია.

საშუალო ასაკი

24.7 წელი – “თანდერის” საშუალო ასაკი, გათვლილი პლეიოფის წუთების მიხედვით. ბოლო 50 წლის განმავლობაში მხოლოდ 1977 წლის პორტლენდურიბლეიზერსი” იყო უფრო ახალგაზრდული.

26.2 წელი – “პეისერსის” საშუალო ასაკი, რაც კვლავ ახალგაზრდულ ჯგუფს მიაკუთვნებთ.

ჯამური სახელფასო ფონდი

“პეისერსის” სახელფასო ფონდი – $169.1 მილიონს შეადგენს, რაც 18- ადგილია ლიგაში, ხოლო “თანდერის” $165.6 მილიონი, ეს კი 25-ე შედეგია ასოციაციაში.

წამყვანი მოთამაშეების ხელფასები

ინდიანას პასკალ სიაკამისა და ტაირის ჰალიბერტონის წლიური ხელფასი $42.2 მილიონიაეს ფინალში ყველაზე მაღალია, თუმცა ლიგის მასშტაბით მხოლოდ 19-.

რაც შეეხება “თანდერის” შეი გილჯეს-ალექსანდერს, ის $35.9 მილიონს გამოიმუშავებს.

გუნდების შეფასება

“პეისერსის” ღირებულება $3.74 მილიარდია (21- ლიგაში), ხოლოთანდერის” $3.55 მილიარდი (24-). ორივე გუნდის ბაზარი მცირეა ოკლაჰომა ლიგის მესამე ყველაზე მცირე ბაზარია, ხოლო ინდიანაპოლისიმეშვიდე.

ისტორიული მნიშვნელობა

არც "პეისერსს" და არც "თანდერს" NBA არასდროს მოუგიათ. “პეისერსს” აქვს ABA-ის სამი ტიტული (1970, 1972, 1973), ხოლოთანდერსის” ფრენჩაიზმა (წარსულში ცნობილი, როგორცსიეტლ სუპერსონიქსი”) 1979 წელს მოიპოვა იგივე ტიტული.

შეგახსენებთ, რომ NBA-ის ფინალები 6 ივნისს დაიწყება და მეშვიდე თამაშის ჩატარების საჭიროების შემთხვევაში 22 ივნისს დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები