მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საინტერესოა, რეგიონებში ე.წ "დესთინეიშენის" შექმნა და ირგვლივ კურორტების განვითარება"

5c208882a1b01
ელენე გოგბერაშვილი
24.12.18 11:55
906
Colliers International Georgia-ის მმართველი დირექტორი bm.ge-თან 2018 წელს ყველაზე აქტიურ სექტორებს ასახელებს.

ირაკლი კილაურიძის თქმით, 2018 წელს ძალიან აქტიური იყო საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორი თბილისში, სადაც ტრანზაქციებში 20%-იანი ზრდა დაფიქსირდა; აქტიური იყო საოფისე ბაზარიც.

რაც შეეხება სასტუმრო ბიზნესს, ირაკლი კილაურიძის განცხადებით, უძრავი ქონების ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სექტორია ინვესტორებისთვის, განსაკუთრებით თბილისში, სადაც ასევე ფიქსირდება ზრდა.

„სასტუმრო ბიზნესი არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი უძრავი ქონების სექტორი ინვესტორებისა და ოპერატორებისთვის. წინა წელთან შედარებით ზრდაც კი არის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სასტუმრო შენდება. თუ დავაკვირდებით როგორ იზრდება ვიზიტორების რაოდენობა, ვთვლი, რომ ეს ბიზნესი კიდევ რამდენიმე წელი საინეტერესო იქნება ინვესტორებისთვის.

მოთხოვნა არის ჯანსაღი და ძლიერი. ძირითადად თბილისზეა საუბარი. ბათუმში ცოტა სხვა სიტუაციაა, თუმცა მანდაც ზრდისკენ არის ტენდენცია. დღეს ინვესტორებისთვის ბევრად მიმზიდველია ინვესტირება თბილისში განახორციელოს სასტუმროს უძრავ ქონებაში, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქალაქში. ასევე ძალიან საინტერესოა რეგიონებში, რასაც ჩვენ ვეძახით ე.წ „დესთინეიშენის“ შექმნა და ირგვლივ კურორტების განვითარება. ვფიქრობ, ეგ არის ის, რაც შემდეგი წლების განმავლობაში უფრო და უფრო საინტერესო გახდება“, -აცხადებს ირაკლი კილაურიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები