მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონმდებლობის შემუშავებაა საჭირო"

5b17d7083d37d
ელენე გოგბერაშვილი
06.06.18 17:40
1146

 საქართველოს ბანკის ორგანიზებით გამართულ „International Welth Forum“-ზე საინვესტიციო  კომპანია Galt & Taggart-მა ფორუმის დელეგატებს საქართველოს მაკროეკონომიკურ ტენდენციები გააცნო.  როგორც Galt & Taggart-ის მმართველი დირექტორი, ოთარ შარიქაძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ბიზნესის კეთების კუთხით რეიტინგებში საკმაოდ კარგ პოზიციებზე იმყოფება, კვლავ რჩება გამოწვევები, მათ შორის საკანონმდელო კუთხით. შარიქაძე ამბობს, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია როგორც საპენსიო რეფორმა, ასევე ფონდების შესახებ კანონმდებლობა, რომელიც ქვეყნას საშუალებას მისცემს ინსტუტუციონალური ინვესტორები მოიზიდოს.

„ქვეყანამ უკვე დაუმტკიცა ინვესტორებს, რომ ვართ კარგი ადგილი, სადაც შეიძლება ბიზნესის კეთება. ერთადერთი გამოწვევა  რაც რჩება, არის ის, რომ ინვესტორებს, რომელთაც სურთ საქართველოში ინვესტირება ან საქართველოს მეშვეობით გარეთ ინვესტირება, მათ უნდა გავაცნოთ საქართველო უფრო მეტად. საქართველო არის პატარა ქვეყანა და არიან გარკვეული რაოდენობის ინვესტორები, რომლებიც უბრალოდ ვერ პოულობენ თავისთვის ფასიან ქაღალდებს ადგილობრივ ბაზარზე, რადგან კაპიტალის ბაზარი ჯერ კიდევ ითვლება რომ არის დაწყებით ეტაპზე. გვაქვს ერთი ნაწილი ინვესტიციების, რომლებიც საკმაოდ აქტიურია. ადგილობრივ ფასიან ქაღალდებს ინვესტორები საკმაოდ კარგად ყიდულობენ და მოთხოვნა არის მზარდი, თუმცა ასევე იზრდება მოთხოვნა უფრო სტრუქტურულ პროდუქტებზე, რომელიც მათ საშუალებას მისცემდა საერთაშორისო ბაზრებზე გააკეთონ ინვესტირება. კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის,  აუცილებელია გავაგრძელოთ მუშობა საპენსიო რეფორმაზე, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ფონდების კანონმდებლობა. ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მოვიზიდოთ ინსტიტუციონალური ინვესტორები, ვინც ფულს დააბანდებს როგორც საქართველოში, ასევე ამ ფონდების საშუალებით ფული ჩაიდება რეგიონშიც. მთავარი გამოწვევა წელს არის, რომ შევიმუშაოთ კანონმდებლობა ფონდებთან დაკავშირებით და ასევე საპენსიო რეფორმა“-აცხადებს ოთარ შარიქაძე.

 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები