მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საინვესტიციო ფორუმზე ცქიტიშვილმა რეგიონული განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი

5cf002ea8a32c
BM.GE
30.05.19 20:42
454
საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე, რომელიც დღეს კახეთში, წინანდალში გაიმართა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დეცენტრალიზაციისა და რეგიონული განვითარების მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

“მუნიციპალიტეტებისთვის მეტი კომპეტენციების გადაცემა, უფლებების სფეროს გაფართოება საშუალებას გვაძლევს შევამოკლოთ ის პროცედურული ციკლი, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ ნებართვის მისაღებად ან საკითხის სამინისტროებთან შესათანხმებლად. ეს მცირე მთავრობის კონცეფციასა და გადაწყვეტილებების დაჩქარების პროცესში ჯდება. დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან ერთად ვმუშაობთ ადგილობრივი მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, კოლეგა უწყებებთან ერთად კი აქტიურად ვეხმარებით მუნიციპალიტეტებს სერვისების განვითარებაში. დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე ყველანი ერთად ვიგრძნობთ ამაღლებულ სტანდარტს,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მნიშვნელოვანია დიჯიტალიზაციის პროცესი რეგიონებშიც ეფექტიანად წარიმართოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები