მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საინვესტიციო გარემო საქართველოში პოზიტიურია"

5bcf1f0933998
ლევან თაღიაშვილი
23.10.18 17:04
740
SPAR International-ის საცალო გაყიდვების და განვითარების დირექტორმა, დევიდ მურმა BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში საინვესტიციო გარემო პოზიტიურია. მისი თქმით, SPAR ბევრ ადგილობრივ კომპანიასთან წარმატებით თანამშრომლობს და ამის შედეგია, რომ ის მე-100 ფილიალს ხსნის საქართველოში.

„ჩვენ ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილი საქართველოს მიმართ. იდენტური განწყობა გვაქვს საინვესტიციო კლიმატთან დაკავშირებით. SPAR თანამშრომლობს ბევრ ადგილობრივ კომპანიასთან, რომელიც საცალო გაყიდვებშია. ჩვენ გვქონდა ურთიერთობა უცხოურ საინვესტიციო ფონდებთან და სწორედ ასე დავაფუძნეთ SPAR Georgia. უკვე მე-100 ობიექტს ვხსნით და ამით ძალიან გახარებულები ვართ. გარემო არის ძალიან სტუმართმოყვარე, გახსნილი და უნდა ავღნიშნო, რომ ჩემი აზრით, ბაზარს აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი“ - განაცხადა დევიდ მურმა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები