მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვს უმნიშვნელოვანესია, რომ სასამართლო ფუნქციონირებდეს კომპეტენტურად და სწრაფად"

587f2747130c8
BM.GE
18.01.17 12:28
1802
"ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვს უმნიშვნელოვანესია, რომ სასამართლო ფუნქციონირებდეს კომპეტენტურად და სწრაფად", - ამის შესახებ ბიზნესკონტრაქტს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა მარიამ მეღვინეთუხუცესმა განუცხადა. მისი თქმით, სასამართლოს სისტემასთან დაკავშირებთ დღეს ქვეყანაში ბევრი პრობლემაა, პირველ რიგში კი მეღვინეთუხუცესის განცხადებით სასამართლოების განტვირთვა უნდა მოხდეს.

"ძალიან დატვირთულია სასამართლო, პროცესი მალე უნდა დამთავრდეს, რომ ბიზნესმა შეძლოს გააგრძელოს მუშაობა არსებული რეალობის გათვალსიწინებით. ამიტომ საქმეების გადადება და გაწელვა ძალიან კრიტიკული თემაა", - აცხადებს მარიამ მეღვინეთუხუცესი.

მისივე თქმით, მეორე საკითხი რომელიც ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას უკავშირდება საგადასახადო ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პრობლემებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები