აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ახალი საინვესტიციო შეზღუდვების შესახებ განაცხადა, რომლის მიხედვითაც ამერიკელებს რუსული აქციებისა და ობლიგაციების შეძენა ეკრძალებათ. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ახალი რეგულაციების თანახმად, ამერიკელ ინვესტორებს, როგორც ახალი, ისე არსებული ფასიანი ქაღალდების შეძენა ეკრძალებათ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის სუბიექტის მიერაა გამოშვებული.
ამერიკელებს კვლავ ექნებათ უფლება გაყიდონ რუსული აქციები და ობლიგაციები, თუმცა მხოლოდ „არა ამერიკელებზე“.
ამერიკელ ინვესტორებს, რომლებიც რუსულ ფასიან ქაღალდებს ფლობენ, ინვესტირება ამერიკულ ფონდებში იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ეს ფონდის აქტივების ძირითადი ნაწილი არ არის.

























