მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საინჟინრო კომპანია "იმპოსტი მეპ" Foris Development-სთვის სრული საინჟინრო კომუნიკაციების სამონტაჟო სამუშაოებს შეასრულებს

Foris Development
12.02.26 13:53
356

თბილისის ისტორიულ უბანში, ავლაბარში, ბოჭორმას ქუჩაზე შენდება თანამედროვე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი - „Suits by Foris Development“.

შენობისათვის სრული საინჟინრო სისტემების მონტაჟს ახორციელებს შპს „იმპოსტი მეპ“-ის გუნდი, რომელმაც უკვე უზრუნველყო სრული საინჟინრო სისტემების პროექტის მომზადება. კომპანია უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების, წყალარინების, დრენაჟის, გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, ელექტრობისა და სუსტი დენების სისტემების სრულ და კომპლექსურ განხორციელებას.

სამუშაოები სრულდება მოქმედი საკანონმდებლო ნორმების სრული დაცვით, უმაღლესი ხარისხის მასალებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც შენობის უსაფრთხო და კომფორტულ ექსპლუატაციას უზრუნველყოფს.

‘’Foris Development’’ იმ დეველოპერულ კომპანიებს შორისაა, რომლისთვისაც ხარისხი და კომფორტი პრიორიტეტულია - ხოლო „იმპოსტი მეპ“ უზრუნველყოფს ამ სტანდარტის ტექნიკურ სრულყოფას.

პროექტი გამოირჩევა პრესტიჟული და ხელსაყრელი ადგილმდებარეობით და აერთიანებს 113 საცხოვრებელ ბინას, ორ დონიან მიწისქვეშა ავტოსადგომს, ასევე კომერციულ და საოფისე სივრცეებს - თანამედროვე ცხოვრების ყველა აუცილებელი კომპონენტით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები