მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საინჟინრო კომპანია  "იმპოსტი მეპი" 2023-2024 წლის ლიდერ კომპანიად დასახელდა

იმპოსტი მეპი

"ჯორჯიან თაიმსის" ბიზნეს რეიტინგის რიგით XXIII -ე დაჯილდოების ცერემონიალზე "იმპოსტი მეპი" წლის ლიდერ საინჟინრო კომპანიად დასახელდა.

ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოება ყოველწლიურად "ჯორჯიან თაიმსის" მიერ სხვადასხვა ნომინაციაში ხორციელდება.

"იმპოსტი მეპი" ლიდერი საინჟინრო კომპანიაა, რომელიც მრავალი წელია ასრულებს რეგიონალური მნიშვნელობის პროექტებს. გამოირჩევა მუდმივი ტექნოლოგიური პროგრესით, ინოვაციური გადაწყვეტილებებით და ენერგოეფექტური მასალების გამოყენებით.

კომპანიის მიმართულებებია: პროექტირება, საინჟინრო კომუნიკაციების (MEP) შესრულება და ექსპლუატაციის შემდგომი ტექნიკური მომსახურება.

"იმპოსტი მეპ"-ის გუნდი შედგება, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სპეციალისტებისგან და მათი კვალიფიკაცია თავისუფლად გვაძლევს შესაძლებლობას, რომ შევქმნათ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით უსაფრთხო, კომფორტული და ხარისხიანი გარემო.

ჩვენი მიზანია, მუდმივი ტექნოლოგიური პროგრესით, საინჟინრო მომსახურების ახალი სტანდარტითა და შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიით განვავითაროთ საქართველოს MEP ინდუსტრია.

სამომავლოდ მხოლოდ ამ ჯილდოებს არ დავჯერდეთ და ბევრ საინტერესო სიახლეებს შემოგთავაზებთ - აცხადებს "იმპოსტი მეპ"-ის დირექტორი ვაკო კუვშინოვი.

"იმპოსტი მეპი" უკვე ორი წელია ლიდერი კომპანიის ნომინაციაში იმარჯვებს, რისთვისაც დიდ მადლობას უხდის მედიაჰოლდინგს გაწეული შრომისა და დაფასებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები