მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი საერთაშორისო კომპანიებთან ერთად ახალ პროექტს იწყებს

624a829eea83a
თამთა ჯიჯავაძე
04.04.22 10:28
690
საჯარო აუდიტის ინსტიტუტი 11 აპრილიდან საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებთან ერთად ახალ პროექტს იწყებს. 

როგორც საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტი იმ 25 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვისაა გათვალისწინებული, რომელთანაც აუდიტის ინსტიტუტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული.

კერძოდ, პროექტის ფარგლებში, სტუდენტები საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან და მონაწილეობას საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სასწავლო ღონისძიებებში მიიღებენ. შეთავაზებული ტრენინგკურსები სტუდენტებს საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მიერ სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის წარმატებით გავლაში დაეხმარება. 

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ III-IV კურსის სტუდენტებს, რომლებსაც საშუალო შეწონილი ქულა (GPA) 3.5 ან მეტი აქვთ, ფლობენ ინგლისურ ენას B2 დონეზე და გავლილი აქვთ ფინანსური აღრიცხვის კურსი ან ACCA F3 დონე.

პროექტში ჩართვის მსურველებმა 8 აპრილამდე უნდა მიმართონ უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციას.