მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჯარო-კერძო დიალოგი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების ახალ მექანიზმზე

BM.GE
22.07.22 11:05
350
საქპატენტის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამების ფარგლებში ონლაინ მეკობრეობის წინააღმდეგ დიალოგის სერია გაიმართა. დიალოგში მონაწილეობას კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები იღებდნენ. მხარეებმა კრეატიული ინდუსტრიების სექტორში არსებული გამოწვევები და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების ახალი ე.წ. „შეტყობინება-აღების” (Notice-and-Takedown) მექანიზმი განიხილლეს. USAID-ისა და საქპატენტის ერთობლივი პროგრამა მიზნად კრეატიული ინდუსტრიის ბიზნეს გარემოს გაჯანსაღებას ისახავს მიზნად, ამ პროცესში კი მთავარ პრობლმად მეკობრობა გამოვლინდა. გეტყვით იმასაც, რომ 2020 წლიდან, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასთან და საქპატენტთან ერთად, მეკობრეობის წინააღმდეგ პოლიტიკის ჩარჩოს გაუმჯობესებისა და ონლაინ სივრცეში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის ხელშეწყობისთვის მთელი რიგი ინიციატივები ხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები