გუშინ ევროპულმა ბიზნეს ასოციაციამ, სამედიცინო ცენტრმა ციტომ და იუესეიაიდის პროგრამამ "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" სამედიცინო ლაბორატორიის სფეროში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განსახილველად საჯარო-კერძო დიალოგი გამართეს. ღონისძიებაზე სამედიცინო ლაბორატორიის სფეროში პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის საერთაშორისო პრაქტიკისა და USAID-ის მხარდაჭერილი, Cito-EBA-ის პარტნიორობით განხორციელებული საპილოტე პროექტის პრეზენტაცია ჩატარდა.