საჯარო რეესტრის პროექტების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მარიამ ტურაშვილმა BM.GE-ს იმ ახალი პროექტების შესახებ ესაუბრა, რომლის განხორციელებასაც საჯარო რეესტრი უახლოეს მომავალში გეგმავს. კერძოდ, საუბარია ბლოკჩეინ ტექნოლოგიის სხვადასხვა სერვისებში გამოყენებაზე.
,,საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც Blockchain-ის ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო საჯარო სერვისებში, ამ ეტაპზე ჩვენ მას ვიყენებთ უძრავი ქონების რეგისტრაციის მიმართულებით, თუმცა უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, რომ ბიზნეს რეესტრის ინტეგრაციაც მოვახდინოთ ამ ტექნოლოგიაში. ამონაწერი, რომელიც არის ჩვენი მთავარი პროდუქტი გენერირდება უნიკალური ჰეშკოდით, ეს ჰეშკოდი შემდგომ უკვე იგზავნება Blockchain სისტემაში და მისი იდენტურობა, რომელიც შეგიძლიათ შეამოწმოთ ჩვენს ვებ-გვერდზე და Bitcoin Blockchain-ში, ადასტურებს უკვე ამონაწერის ავთენტურობას.
ასევე ჩვენ მეორე ეტაპზე უკვე დავიწყეთ Smart კონტრაქტებზე მუშაობა, რომლის პირველი პროდუქციაც სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის იქნება მზად. ეს პროდუქტი გულისხმობს 3 მხარის ჩართულობას: საჯარო რეესტრის, ბანკისა და Blockchain სისტემის პროვაიდერის. ჩვენ შემთხვევაში ეს არის Bitfurry Group. ბანკი ჩაერთვება თავის ანგარიშით უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცესში, ანგარიშზე განთავსდება თანხა და თუ ტრანზაქცია წარმატებით დასრულდება თანხა გადაირიცხება ავტომატურად გამყიდველის ანგარიშზე და თუ წარუმატებელი იქნება დაუბრუნდება მყიდველს, ამით მოქალაქეები ფინანსების უსაფრთხოების კუთხით უფრო დაცულად იგრძნობენ თავს’’ - განაცხადა საჯარო რეესტრის პროექტების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მარიამ ტურაშვილმა

























