მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილება კიევში გამართულ კონფერენციაზე განიხილეს

5ba8ed9fee95d
BM.GE
24.09.18 17:56
582
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საკუთრების რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება კიევში გამართულ კონფერენციაზე „Blockchain & Bitcoin Conference Kyiv" განიხილეს.

ღონისძიებაზე მოხსენებით „ბლოკჩეინი მთავრობისთვის - კონცეფციიდან რეალობამდე“ საჯარო რეესტრის იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსი ვახტანგ ბოხაშვილი წარსდგა. მან უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების მიმართულებით საჯარო რეესტრის გამოცდილებაზე, პროექტის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. საუბარი შეეხო, ასევე, საერთაშორისო პროექტებში ბლოკჩეინის გამოყენების, ასევე მესამე მხარის დადასტურების გარეშე მყისიერი ტრანზაქციის განხორციელების შესაძლებლობას, ბლოკჩეინს სამართლებრივ ასპექტებს და სხვა საკითხებს.

Blockchain & Bitcoin Conference მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც Smile Expo-ს ორგანიზებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. კონფერენცია ბლოკჩეინის, კრიპტოვალუტებისა და ICO-ს საკითხებს მოიცავს, სადაც ბლოკჩეინ-ენთუზიასტები, ბიზნესმენები, მაინერები, სტარტაპები და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და ახალი ტექნოლოგიების საინვესტიციო შესაძლებლობების განიხილვენ.

საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც უძრავი ქონების სარეგისტრაციო წარმოებაში ბლოკჩეინის ტექნოლოგია წარმატებით დანერგა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პირველია, რომელიც 2017 წლის თებერვლიდან მიწის რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიას იყენებს. ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება სარეგისტრაციო ტრანზაქციებს მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომს, გამჭვირვალეს და კიდევ უფრო მეტად დაცულს ხდის, ეს სერვისი მოქალაქეებისთვის უფასო და კომფორტულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები