მობილური აპლიკაცია NAPR მომხმარებლებს მობილური ტელეფონით ან პლანშეტური კომპიუტერით უძრავი ქონების რეესტრის სერვისებით სარგებლობის საშუალება საძლევს. აპლიკაციის გადმოტვირთვა App Store–დან და Play Market–დან არის შესაძლებელი.
მობილური აპლიკაციით მომხმარებელს შეუძლია მოძებნოს უძრავი ქონების ამონაწერი, გაეცნოს მესაკუთრის ვინაობას, რეგისტრირებულ ფართობს და ამონაწერში ასახულსხვა მონაცემებს, თვალი ადევნოს სარეგისტრაციო წარმოების სტატუსს და დაათვალიეროს კონკრეტულ უძრავ ქონებაზე განხორციელებული ყველა ტრანზაქცია.
მობილური აპლიკაციით სასურველი უძრავი ქონების მოძებნა განცხადების ნომრით, პიროვნების/ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო მონაცემებით, მისამართითა დასაკადასტრო კოდით არის შესაძლებელი.
ამასთანავე, GPS სენსორის მეშვეობით, 360°-ის რადიუსზე, სასურველი მიმართულებით მოწყობილობის მიტრიალებისას, აპლიკაცია ტერიტორიულად ახლომდებარერეგისტრირებული უძრავი ქონების ჩამონათვალს, საიდენტიფიკაციო მონაცემებს და ობიექტებამდე დაშორების მანძილს აჩვენებს. გასათვალისწინებელია, რომ ძებნის ამფუნქციით სარგებლობისთვის GPS სისტემის გამართულად მუშაობაა საჭირო (შენობის შიგნით შესაძლოა მოწყობილობამ GPS კოორდინატები ვერ მიიღოს).
მობილური აპლიკაცია უძრავ ქონებაზე 2017 წლის 20 თებერვლის შემდეგ მომზადებული ამონაწერების ბლოკჩეინ სისტემაში გადამოწმების საშუალებასაც იძლევა. აპლიკაციით, ამონაწერთან ერთად, ბიტკოინ ტრანზაქციის იდენტიფიკატორისა და ბიტკოინის ჰეშის ნახვაც არის შესაძლებელი.
NAPR აპლიკაცია ანდროიდისა და iOS-ის ოპერაციული სისტემის მქონე მობილური ტელეფონებისა და პლანშეტური კომპიუტერებისთვის არის ხელმისაწვდომი.
აპლიკაციას უახლოეს მომავალში უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლების, რეგისტრირებულ მონაცემებში ხარვეზის შესწორებისა და საკადასტრო გეგმის მომზადებისფუნქციები დაემატება.

























