მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საჯარო რეესტრმა "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს დაურეგისტრირა

5d305a6e902a5
შოთა ტყეშელაშვილი
18.07.19 15:39
2469
საქართველოს საჯარო რეესტრმა "რუსთავი 2"-ის მეწილეების ცვლილებაზე ქიბარ ხალვაშის ადვოკატ პაატა სალიას განაცხადი დააკმაყოფილა.

ტელევიზიის 60% - ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40% კი, ქიბარ ხალვაშის კომპანია "პანორამას" მიეკუთვნა. გადაწყვეტილება რეესტრმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო. 

ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ იუსტიციის სახლში "რუსთავი 2"-ის მეწილეთა ცვლილების შესახებ განცხადება ერთი საათის წინ წარადგინა. 

განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან:






შეგახსენებთ, რომ დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. 7 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ "რუსთავი 2"-ის არცერთი სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები