მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჯარო სამსახურებიდან დასაქმებულების დათხოვნა მარტივდება - “ოცნების” ახალი კანონი;

ქართული ოცნება სამთავრობო სტრუქტურებში რეორგანიზაციას ანონსებს და კანონსაც ცვლის, რიტაც საჯარო მოხელეების სამსახურებიდან გათავისუფლებას აიოლებს. ერთპარტიულ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტში წერია, რომ 2025 წლის პირველი თებერვლიდან საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები რეორგანიზაციის შემთხვევაში მობილობით ვეღარ ისარგებლებენ და ამასთან გათავისუფლების შემთხვევაში 3 თვის კომპენსაციას ვეღარ მიიღებენ. ქართულმა ოცნებამ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები მას შემდეგ წარადგინა, რაც საჯარო მოხელეების ნაწილმა დაგმო ოცნების გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე გადადოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები