„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TI) აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, უმიზეზო რეორგანიზაციის შედეგად უკვე 400-მდე საჯარო მოხელეა განთავისუფლებული.
როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, საჯარო რეესტრის სააგენტო "საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირს“, რაც პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა.
"მიუხედავად იმისა, რომ საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელ პროფკავშირი უკვე რამდენიმე ეცადა დარეგისტრირებას, აბსოლუტურად უმიზეზოდ, უარს ეუბნება საჯარო რეესტრი. პირველი მცდელობა 25 დეკემბერს იყო. ამით ირღვევა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სამი კონვენცია, რომელზეც მიერთებულია საქართველო და ვალდებულია შეასრულოს. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ბოლო ინფორმაციით, საჯარო სამსახურიდან უკვე განთავისუფლდა 400-მდე ადამიანი.
ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ ზარებს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან, რეორგანიზაციები აბსოლუტურად ყველა უწყებაში მიმდინარეობს - დაგეგმილია ან პროცესშია და რა თქმა უნდა, შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი იქნება განთავისუფლებული. საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლების მთავარი მიზეზი არის ის, რომ ისინი იცავენ საქართველოს კონსტიტუციას და აკეთებენ ყველაფერს, რომ გაემიჯნონ იმ უკანონობას, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. ისინი დღეს ზუსტად ჩვენი ქვეყნის სიყვარულის გამო ისჯებიან",- ამბობს ეკა გიგაური.
მან საჯარო რეესტრს კიდევ ერთხელ მოუწოდა, არ შექმნას პრობლემები ამ პროცესში.