მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჯარო სამსახურის ბიურო უქმდება - რა არის მიზანი?

რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ სახელმწიფო ინსტიტუტს უუქმდება მნიშვნელოვანი რგოლი. მიღებულია გადაწყვეტილება 2025 წლის 1 აპრილამდე - საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის შესახებ. ბიუროს თანამშრომლების ნაწილმა 2024 წლის ნოემბერში ხელი მოაწერა საჯარო მოსამსახურეთა ერთობლივ პეტიციას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესულ რეპრესიულ ცვლილებებზე საპასუხოდ კი დამოუკიდებლად გაავრცელა კრიტიკული განცხადება. კანონში შესული ცვლილებების შემდეგ საჯარო სამსახურის სისტემაში დაიწყო იმ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურიდან გათავისუფლება, რომლებმაც ისარგებლეს გამოხატვის თავისუფლებით და შეუერთდნენ საჯარო მოსამსახურეთა ერთობლივ პეტიციებს. ბიუროს თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ ბიუროს ლიკვიდაცია სწორედ ამ პროცესის ნაწილია და ემსახურება საჯარო სამსახურში კრიტიკული აზრის ჩახშობას.

სტუმარი: ანა გაგნიძე - საჯარო მოხელეების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანადამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები