"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებას ხელს 14 თანამშრომელი აწერს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კანონში შეტანილი აუარესებს საჯარო მოხელის უფლებრივ მდგომარეობას და საფრთხეს უქმნის უფლების დაცვის სამართლებრივი გარანტიების არსებობას.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პარლამენტის მიერ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებს.
საჯარო სამსახურის რეფორმისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური და ერთიანი საჯარო სამსახურის შექმნა.
კანონში შეტანილი ცვლილებები სრულად ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის რეფორმისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გაცხადებულ სულისკვეთებას, აუარესებს საჯარო მოხელის უფლებრივ მდგომარეობას და საფრთხეს უქმნის უფლების დაცვის სამართლებრივი გარანტიების არსებობას.
ჩვენ, როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლებს, რომლებიც ვემსახურებით დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის სისტემის შექმნას, მიგვაჩნია, რომ განხორციელებული ცვლილებები ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის კანონით განსაზღვრულ ღირებულებებსა და პრინციპებს. კანონში შესული ცვლილებები ხელს შეუშლის მიმზიდველი, პროფესიული და კეთილსინდისიერებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას",- წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ხელმომწერები:
- ლიკა კვინჩია
- მარიამ ბოჟაძე
- გვანცა ბესელია
- მაკა თოქმაზიშვილი
- Ნინო ცუხიშვილი
- ნინო თოფჩიშვილი
- სალომე ღაჭავა
- ეკატერინე გოგიტიძე
- ანა გელეიშვილი
- მაია დვალიშვილი
- ქეთი ქურციკიძე
- კესო მელიქიძე
- ლიკა ქათამაძე
- თინათინ სადუნაშვილი