მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საჯარო სამსახურის ბიურო IDFI-ის შენიშვნას არ იზიარებს

595c87cc962cb
თელარა გელანტია
05.07.17 10:30
2386
საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელი ეკა ქარდავა არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის შეფასებებს არ ეთანხმება.

რამდენიმე დღის წინ IDFI-მ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საჯარო სამსახურის რეფორმა შეფერხებებით მიმდინარეობდა. არასამთავრობო ორგანიზაციას არგუმენტად ის ფაქტი მოჰყავდა, რომ „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონ-პროექტები და ასევე ორი დადგენილება ამ დრომდე დამტკიცებული არაა.

ეკა ქარდავა აცხადებს, რომ შრომის ანაზღაურების შესახებ კანოპროექტს მთავრობა პარლამენტში ივლისის განმავლობაში გადააგზავნის. რაც შეეხება სიპ-ების შესახებ კანონ-პროექტს, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის მისი წარდგენა საშემოდგომო სესიისთვის იგეგმება.

"რაც შეეხება IDFI-ის შენიშვნას, რომ შეფერხებებით მიმდინარეობს რეფორმა, ამ შეფასებას, ბუნებრივია, ვერ ვიზიარებ. საჯარო სამსახურის რეფორმა ძალიან ფართო და მრავალმხრივია. ევროპის წამყვან ქვეყნებში ანალოგიური რეფორმები ათწლეულობით გაგრძელებულა და ახლაც გრძელდება. ამიტომ თუ რაიმე ვერ მოესწრო ან დღეს კანონი გარდამავალი დებულებებით ამოქმედდა, 6 თვის განმავლობაში, ეს ნორმალური პროცესია“, - განუცხადა „საქმის კურსს“ ეკა ქარდავამ.

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს ახალი კანონი პარლამენტმა 2015 წლის 27 ოქტომბერს მიიღო, რომლის თანახმად, რიგი ნორმატიული აქტები უნდა შეემუშავებინათ და ახალი კანონი 2017 წლის 1 იანვარს უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ გასული წლის ბოლოს ცვლილებები შევიტა კანონში და საჯარო სამსახურის კანონის ამოქმედებამ 6 თვით 1 ივლისამდე გადაიწია. მართალია, რამდენიმე დღის ეს კანონი ამოქმედდა, მაგრამ ისევ არასრულად, რადგან რიგი დადგენილებები და ორი საკმაოდ მნიშნელოვანი კანონი პარლამენტს ამ დრომდე არ დაუმტკიცებია.

სწორედ ამიტომ 2017 წლის 1 ივნისს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ დარეგისტრირდა მორიგი საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რომელიც საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის გარდამავალ პერიოდს 2017 წლის 31 დეკემბრამდე განსაზღვრავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები