საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში საჯარო მოხელეთა მხრიდან ქრთამის აღების ფაქტები 56%-ით არის გაზრდილი.
2019 წლის იანვარ-მაისში პოლიციამ სულ ასეთი 36 საქმე აღრიცხა, მათგან 11 საქმე ანუ 30% არის გახსნილი.
ქრთამის აღება სამოხელეო დანაშაულების კატეგორიაში გადის. ამ კატეგორიაში ასევე შედის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურებრივი გულგრილობა, სამსახურებრივი სიყალბე და სხვა კატეგორიების დანაშაულები.
შსს-მ 2019 წლის იანვარ-მაისში ამ ჯგუფის სულ 248 საქმე აღრიცხა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.6%-ით ნაკლებია.
რაც შეეხება მთლიანად კრიმინალის სტატისტიკას, პირველ ხუთ თვეში 28,290 დანაშაული აღირიცხა, რაც 2018 წელთან შედარებით 19.3%-ით მეტია.