მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საჯარო შენობები ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით აღიჭურვება

5b4da7007746d
მაია ბიწაძე
17.07.18 12:17
1020
საჯარო შენობების ნაწილი ენერგოეფექტური მოწყობილობებით აღიჭურვება, - ამის შესახებ "მუნიციპალური განვითარების ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ "საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობასთან ერთად, ამ პროექტზე "ნეფკოს" (ეკოლოგიური ფინანსური კორპორაცია) წარმომადგენლებმაც იმუშავეს.

"4 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება ჩვენსა და "ნეფკოს" პროექტს შორის, რაც გულისხმობს დაახლოებით 25 საჯარო შენობის მოდერნიზაციას და ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით აღჭურვას. პრაქტიკულად ყველა რეგიონი მოიცვა ამ პროექტმა, თბილისთან ერთად, ეს არის სკოლები და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები“ - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

პროექტის ღირებულება 5 მილიონი ევროა, რომლის 60% სესხი, დანარჩენი კი გრანტია. მისი განხორციელება 2018-2020 წლის განმავლობაში იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები