მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საჯავახო–ოზურგეთი–ქობულეთის დამაკავშირებელი სატრანსპორტო კვანძი გაიხსნა

57566d3b6686c
BM.GE
07.06.16 10:43
1629
ქობულეთის შემოვლით გზაზე საჯავახო-ოზურგეთი-ქობულეთის დამაკავშირებელი სატრანსპორტო კვანძი გაიხსნა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული კვანძი საჯავახო–ოზურგეთი–ქობულეთის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზას კვეთს და მათ დამაკავშირებელ სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს.

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში შენდება 18 კილომეტრიანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 7 სატრანსპორტო კვანძი, 15 ხიდი, 2 გვირაბი და სხვა ხელოვნური ნაგებობები.

ქობულეთის შემოვლითი გზის მე–13 კილომეტრზე გამავალი სატრასნპორტო კვანძი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრსტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გახსნეს.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი ღირებულება 209,852,079.67 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები