მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საკაბელოების აბონენტები გადახვევის ფუნქციის შეზღუდვაზე ჩივიან - კომპანიების პასუხი

59d3776bf1ad1
სალომე მეცხვარიშვილი
03.10.17 15:33
1735
საკაბელო ტელევიზიების მოხმარებლების ნაწილი ბოლო პერიოდში დაწესებულ შეზღუდვებზე საუბრობს. არსებული ინფორმაციით, პრობლემები ექმნებათ "სილქნეტისა" და "მაგთიკომის" აბონენტებს ქართული არხების გადახვევასთან დაკავშირებით.

საუბარია იმაზე, რომ შეზღუდვის პირობებში ქართული არხების ნაწილის ("იმედისა" და "რუსთავი 2"-ის) გადახვევა მხოლოდ 12 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. მათივე ინფორმაციით, შეზღუდვები, სავარაუდოდ, დაკავშირებულია საკაბელო ოპერატორებსა და საშუამავლო კომპანიას Media Rights Georgia-ს შორის არსებულ მოლაპარაკებებთან. საქმე ისაა, რომ Media Rights Georgia 6 ქართული არხის რეტრანსილირებისთვის საკაბელო ოპერატორებისგან თანხას ითხოვს, რასაც ოპერატორები ეწინააღმდეგებიან. საკაბელო ოპერატორები აცხადებდნენ, რომ ახლი გადასახადის გამო მოუწევთ, მომხმარებლებს პაკეტი გაუძვირონ. კომპანიები ქართული არხების საპროტესტო გათიშვასაც აანონსებდნენ, რაც არ განხორციელდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ "სილქნეტმა" "იმედი" "რუსთავი2" და "მაესტრო" არხების ჩამონათვალში ბოლო პოზიციებზე გადაიყვანა.

მომხმარებლების ნაწილი დღეს აცხადებს იმასაც, რომ მათ უკვე დაურიგდათ ახალი სეთ-ტოპ ბოქსები ქართული არხებისთვის, რომლებსაც იმ შემთხვევაში აამუშავებენ, თუ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ვერ შედგა.

"საქმის კურსი" სერვისის შეზღუდვასთან დაკავშირებით, ასევე Media Rights Georgia-სთან მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით "სილქნეტს" და "მაგთიკომს" დაუკავშირდა.

აღნიშნულ თემაზე „სილქნეტი“ კომენტარს არ აკეთებს, „მაგთიკომში“ კი უარყოფენ ინფორმაციას, რომ მათს მომხმარებელს რაიმე ტიპის შეზღუდვა აქვს გადახვევასთან დაკავშირებით.

"მაგთიკომის აბონენტებს არანაირი შეზღუდვა არ აქვთ და ისევ ისე შეუძლიათ გადახვევა როგორც აქამდე ახვევდნენ. "რუსთავი 2"-ზე და "იმედზე" გადახვევა შესალებელია 1 კვირის პერიოდზე. ამასთან, „მაგთიკომს“ დამატებითი სეთ-ტოპ ბოქსები არ დაურიგებია და არც გეგმავს",- აცხადებენ "მაგთიკომში".

რაც შეეხება მოლაპარაკებებს Media Rights Georgia-სთან, დეტალებზე "მაგთიკომში" არ საუბრობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები