თანამედროვე პოპკულტურაში ნიჭთან ერთად ძვირად ფასობს პიროვნებაც, რომელიც, ბოლო წლებში, ასევე იქცა ბიზნესად, რასაც ნათლად გამოხატავს ის, რომ უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა მომხმარებელი ამა თუ იმ სერვისსა თუ პროდუქტს ცნობილი ადამიანისადმი სიმპათიის გამო ყიდულობს.“ბენქსი” - ასე ეძახიან ერთი მისტიკურ ადამიანს, რომელმაც სოციალური მესიჯების გავრცელება ქუჩის მხატვრობით, ანუ სტრიტ-არტით დაიწყო და საბოლოოდ, თავი მუზეუმებშიც კი ამოყო. კარგად ნაცნობი უცნობი მხატვრის ნახატების ხილვა დღეიდან ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმშიცაა შესაძლებელი.