მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახანძრო სისტემების მონტაჟისა და პროექტირების კომპანიების ლიცენზირება უნდა მოხდეს - JETEX

სახანძრო სისტემები

კახა კალაძე დეველოპერულ კომპანიებს აფრთხილებს და ამბობს, რომ გამოვლინდა შემთხვევები როცა კომპანიები შენობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს ქირაობენ და დროებით, შემოწმებისას დადებითი შეფასებისთვის ამონტაჟებენ. მსგავსი პრაქტიკის თავიდან ასარიდებლად თბილისის მერიაში ექსპლუატაციაში უკვე შესული შენობების ინსპექტირების დაწყებას გეგმავენ და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, სისხლის სა

დეველოპერულ კომპანიებს სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მონტაჟს 41-ე დადგენილება ავალდებულებს, რომელმაც ბიზნესისთვის მშენებლობის ნებართვისა და შენობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესი მნიშვნელოვნად გაართულა.

კერძო სექტორის წარმომადგენლების ნაწილი BM.GE-თან აღნიშნავს, რომ მოთხოვნები არამხოლოდ დეველოპერებისთვის არამედ სახანძრო უსაფრთხოების მონტაჟისა და პროექტირების მიმართულებით მომუშავე კომპანიებისთვისაც უნდა გამკაცრდეს.

კომპანია JETEX-ის დირექტორი რევაზ მესხი გამოსავალს სავალდებულო ლიცენზირების მექანიზმის ამოქმედებაში ხედავს. მისი თქმით, გამოწვევაა ბაზარზე კვალიფიციური სერვისის მიმწოდებლების დეფიციტი და ასევე არაკვალიფიციური კომპანიების მხრიდან სერვისის დაბალ ფასებში მიწოდება, რაც ბაზარს არაკონკურენტულს ხდის.

“მაინცდამაინც ვერ ვიტყვი იმას, რომ არაკეთილსინდისიერება გამოიხატება დეველოპერების მხრიდან, იმიტომ რომ რასაც სთავაზობს მათ ბაზარი, იმაზე აკეთებენ არჩევანს. რა თქმა უნდა, კონცენტრირებულები არიან ფასებზე. შესაბამისად, როცა კომპანია სთავაზობს: "მოდი, გენერატორს გაქირავებინებ", "მოდი, ამას იაფად გაგიკეთებ" და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, მოგებაზე ორიენტირებული კომპანიები და ამას ეთანხმებიან. მით უმეტეს, როცა ამის კონტროლი არანაირი არ ხდება.

უკვე ამის მერე მაცხოვრებლები და ამხანაგობებიც საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ ამ საკითხს. ბევრჯერ გვქონია საუბარი კორპუსების მომსახურებასთან დაკავშირებით, რაზეც მართლა ძალიან სასაცილო ფასებზე არის ხოლმე საუბარი ბინაზე ორი ლარი და ამის გადახდაც არ უნდათ. რეალურად, თუ რამხელა საფრთხის შემცველი არის ხანძარი, დაკვამლიანება და ასე შემდეგ, ამის წარმოდგენა, როგორც ჩანს, უჭირთ.

რაც შეეხება ამის გამოსწორებას, მე ვფიქრობ, რომ გარდა იმისა, რომ დეველოპერები უნდა გაკონტროლდნენ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენი პროფილის კომპანიები (ანუ რომლებიც მუშაობენ სახანძრო სისტემების არა მხოლოდ მონტაჟზე, მათ შორის პროექტირებაზეც) აუცილებლად უნდა გახდნენ ლიცენზირებული კომპანიები. უნდა დაწესდეს თამაშის წესები, რომლის მიხედვითაც მოხდება ამ კომპანიების ლიცენზირება.

2022 წელს იყო დაახლოებით 30 კომპანია სახანძრო სისტემების მონტაჟზე და უკვე სადღაც 80-ს გადასცდა. ეს კომპანიები ძალიან აფუჭებენ ბაზარს და საფასო პოლიტიკას.

ფაქტობრივად გაუსაძლისი ხდება დეველოპერებთან სერვისზე საუბარი, იმიტომ რომ სახანძრო სისტემების პროექტირებისა და მონტაჟის კომპანიები ძალიან დაბალ ფასებზე მუშაობენ.” -აცხადებს კომპანია "ჯეტექსის" დირექტორი რევაზ მესხი.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები