მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახდეპი უცხო ქვეყნებს მოუწოდებს, ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე, არ მიმართონ სპეკულაციებს და არ გააკეთონ „უპასუხისმგებლო“ განცხადებები

სახდეპი
15.07.24 23:20
251

სახელმწიფო დეპარტამენტი უცხო ქვეყნების ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე, არ მიმართონ სპეკულაციებს და არ გააკეთონ „უპასუხისმგებლო“ განცხადებები. შესაბამის თარგმანს "ამერიკის ხმა" ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს მეთიუ მილერს, უწყებაში მიმდინარე პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, როგორ შეაფასებდა მომხდართან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას.

„არც კი ვიცი ეს რას ნიშნავს“ - თქვა ე.წ. „გლობალურ ომის პარტიაზე“ მეთიუ მილერმა. „როგორც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გუშინ გამოსვლისას, პრეზიდენტმა ბაიდენმა სთხოვა ამერიკულ საოგადოებას, არ მიმართონ სპეკულაციებს და არ გააკეთონ უპასუხისმგებლო განცხადებები, სანამ ფაქტები არ გვეცოდინება, იმავეს მოვუწოდებდი უცხო ქვეყნებსაც“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, ასევე თხოვეს შეეფასებინა კრემლის განცხადება. კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ შექმნა ატმოსფერო, რომელმაც თავდასხმის პროვოცირება მოახდინა.

„ცხადია, ეს არის წარმოუდგენლად უპასუხისმგებლო კომენტარები კრემლისგან. ეს მათი უპასუხისმგებლო კომენტარების სერიის ნაწილია და რა თქმა უნდა, ისინი აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს“, - თქვა მილერმა.

„გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს“, - დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები