მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ - „სანტეს“ ისტორია უკვე 25 წელზე მეტს ითვლის (რ)

„სანტეს“ ისტორია უკვე 25 წელზე მეტს ითვლის
BM. GE
09.11.23 11:43
35

რძის პროდუქტებზე საუბრის დროს ერთ-ერთი პირველი გონებაში აუცილებლად „სანტე“ ამოგიტივტივდებათ. რატომ? მიზეზი მარტივია - იმიტომ, რომ ეს არის ბრენდი, რომელიც აერთიანებს ხარისხს, სანდოობას, მომხმარებელზე ზრუნვის პასუხისმგებლობასა და გამოცდილებას. კომპანიის ისტორია 25 წელზე მეტს ითვლის და ამ პერიოდში დაგროვებული გამოცდილების შედეგად, ის არის ექსპერტი, რძის ჩამბარებელი და გადამმუშავებელი ინდუსტრიის ლიდერი და უბრალოდ, ბრენდი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ.

ამ სტატუსის მოპოვება უბრალოდ არ მომხდარა. მის უკან განვითარების დიდი გზა, შრომა და გამოცდილებაა. ბრენდის ისტორია 1997 წელს იწყება, როდესაც კომპანია რძის კომბინატის ბაზაზე დაარსდა. მას შემდეგ, წარმოება წლიდან წლამდე იზრდება და ვითარდება. ამ ეტაპზე, „სანტე“ საქართველოს მასშტაბით 2 000-მდე ფერმერსა და 10 ფერმასთან თანამშრომლობს. წლის განმავლობაში კი მათგან 14 000 000 ლიტრ რძეს იბარებს.

დღეს „სანტე“ რძისა და რძის პროდუქტების 5 ბრენდსა და 150-ზე მეტ განსხვავებულ პროდუქტსა აერთიანებს. სწორედ აქ მზადდება ქვეყანაში პირველი, ინდუსტრიული, ენდემურ დედოზე დამზადებული მაწონი. მაწვნის ამ სახით მომზადების წესი აღიარებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად, რაც აუცილებლად გულისხმობს მაწვნის, მაწვნისავე დედოთი მომზადებას. საქმე ის არის, რომ მაწვნის კონსისტენციის მასის მიღება, როგორც ქარხნულად, ისე სახლის პირობებშიც სხვადასხვა დედოთია შესაძლებელი, თუმცა ის სასარგებლო თვისებები, რომლის გამოც დღემდე მაწონს კავკასიელთა დღეგრძელობის წყაროდ მიიჩნევენ, სწორედ მაწვნის დედოშია. ის ბიფიდობაქტერიებთან ერთად მაწონს დამახასიათებელ, ოდნავ მომჟავო გემოს სძენს. ქართველი ფერმერისგან ჩაბარებული მაწვნის დედო საწარმოში ლაბორატორიულად სუფთავდება და შემდეგ შესადედებლად გამოიყენება. ენდემური დედოთი შედედებული მაწვნის ასორტიმენტი საკმაოდ დიდია: „სანტეს“ მაწონი, მთელი წელი ნედლი რძისაგან წარმოებული „სანტინოს“ მაწონი, ნედლი რძითა და ენდემური დედოს კომბინაციით, სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი საბავშვო ხაზის „ლოკო-მოკოს“ მაწონი, გაწურული მაწონი და ულაქტოზო მაწონი. ასეთი ფართო ასორტიმენტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორ ზრუნავს კომპანია მომხმარებლებზე.

ბრენდის სანდოობასა და სახელს ქმნის ის ფაქტიც, რომ 2016 წლიდან „სანტე“ მსოფლიოში რძის პროდუქტების ბაზრის ლიდერის, „ლაქტალისის“ ჯგუფის წევრია. „ლაქტალისი“ მსოფლიოს მასშტაბით 200-ზე მეტ საწარმოს ფლობს და ამ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებამ „სანტეს“ მნიშვნელოვანი წინსვლა მოუტანა. სწორედ 2016 წლიდან რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა.

ინვესტიცია სრულად მოხმარდა:

  • რძის მიმღები პუნქტების განახლებას, მათ შორის, ადგილზევე გადაიარაღდა რძის ხარისხის მაკონტროლებელი აპარატურა;
  • გადიარაღდა საწარმო, რომელიც საშუალებას იძლევა რძის მიღებას და დამუშავებას სრულად დახურული წესით, ადამიანთან კონტაქტის გარეშე, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ჰიგიენური ნორმების დაცვას;
  • განახლდა UHT რძის და პასტერიზებული რძის სისტემები;
  • სრულად გადაიარაღდა და უახლესი ტექნოლოგიით აღიჭურვა ლაბორატორია, რომელიც პროდუქტის სრული მიკრობიოლოგიური და ბიოქიმიური ანალიზის საშუალებას იძლევა და შედეგად მოწინავეა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაშიც.

ენდეთ 25 წლიან გამოცდილებასა და სახელს, რომლის უკანაც დიდი ისტორია დგას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები