მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო 1000-მდე უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებლით უზრუნველყოფს - პრემიერი

მთავრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მომდევნო წელს დაიწყება ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად, საცხოვრებლით უზრუნველყოფილნი იქნებიან უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახები. მთავრობის ახალი პროგრამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა.

„მომდევნო წელს ჩვენ დავიწყებთ ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად, საცხოვრებლით უზრუნველვყოფთ, უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახებს. ჩემი დავალებით, ჩვენ შევისწავლეთ რეგიონში არსებული სიტუაცია, სამი შვილი და მეტი ვისაც ჰყავს, უსახლკარო ან გაუსაძლის პირობებში, ასე ვთქვათ, მცხოვრებლებს, შევაფასეთ მათი მდგომარეობა და ასეთი არის დაახლოებით 1000-მდე ოჯახი, ვისაც 3 შვილი და მეტი ჰყავს და არიან გაჭირვებულები და სოციალურად დაუცველები. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 1000-მდე ასეთი ოჯახს ჩვენ შევუძენთ ბინებს და იცხოვრებენ ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში. ეს იქნება ორ წლიანი პროგრამა მაქსიმუმ. ჩვენ გაისად დავიწყებთ ამ პროგრამას და აქაც დაახლოებით 50 მილიონი ლარი ჯამურად დაიხარჯება, 25 მილიონი ლარი დაიხარჯება 2024 წელს და შემდეგ მეორე 25 მილიონი ლარი 2025 წელს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები იღებდნენ ასეთ ყურადღებას და მთავრობისგან არცერთი არ უნდა იყვნენ მიტოვებული“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები