მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო აგრორეფორმას აანონსებს - რას შეცვლის დაფინანსების ახალი მოდელი სხვადასხვა სექტორში?

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრორეფორმას აანონსებს, რაც სამინისტროსვე ინფორმაციით, ექსპორტის პოზიციებისა და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებას ითვალისწინებს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეფორმის ძირითადი მიმართულებები შემუშავებულია და უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება. მანამდე კი, რეფორმის ძირითადი მიმართულებები სამინისტროში დარგობრივ ასოციაციებს გააცნეს. კერძო სექტორის წარმომადგენლების ცნობით, სახელმწიფო დაფინანსების სქემების გამარტივებას, მონიტორინგის გაძლიერებას და პროგრამების ერთიან ჩარჩოში მოქცევას გეგმავს. ძირითადი სიახლე თანადაფინანსების წესს ეხება - აგროპროექტების უმეტესობა 50/50-ზე პრინციპით დაფინანსდება. რას ითვალისწინებს ცვლილებები და როგორ აფასებენ აგრარულ სექტორში სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ პროგრამებსა და მხარდაჭერის სქემებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები