„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებები იგეგმება, რომლის მიხედვითაც, მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ. კანონპროექტის მიხედვით საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა 10%-დან 15%-მდე იზრდება. მთავრობის საპარლამენტო მდივანმა მიმდინარე კვირაში პარლამენტში კანონპროექტის წარდგენისას თქვა რომ ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა.
საქართველოს საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების ახალი სისტემა დაინერგა 2018 წელს, როდესაც კანონმდებლობით დადგინდა სხვადასხვა კატეგორიის საჯარო მოსამსახურეებისთვის/თანამდებობის პირებისთვის გასაცემი სარგოს კოეფიციენტები და მათი ზღვრული ოდენობები. ასევე, კანონის მიხედვით მნიშვნელოვნად შეიზღუდა პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემა.
სტუმარი: ლევან ავალიშვილი - IDFI-ის პროგრამების ხელმძღვანელი;


































