მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო ძალოვანი სტრუქტურებისთვის 325 200 ლარის ტყემლის საწებელს ყიდულობს - ტენდერი

ტყემალი

სახელმწიფო ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებისთვის 325 200 ლარის 60,000 კილოგრამ ტყემალს ყიდულობს.

წინადადებების მიღება 16 სექტემბერს დაიწყება და 17 სექტემბერს დასრულდება.

შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტყემლის საწებელი უნდა იყოს მწვანე. ჯანმრთელობისთვის საშიში მინარევების გარეშე. დაფასოება 1-5 კგ-ს მინის ჭურჭელში.

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, თუმცა დოკუმენტაციის მიხედვით, შეიძლება, ვადა გახანგრძლივდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები